Tuesday, 5 November 2019

      2019  წლის  5  ნოემბერს   მარანის საჯარო  სკოლის  მესამე  კლასში  ჩატარდა  წრის "ჩვენი ენა ქართული" მუშაობა  თემაზე  "ასო  და  ბგერა". მოსწავლეებს  ვესაუბრე  ქართული  დამწერლობის შექმნის  შესახებ.  რესურსად წარმოვადგინე დამწერლობის სამი  სახე:  მრგლოვანი,  ნუსხური  და  მხედრული.  მოსწავლეებმა  გაიხსენეს  რას  ნიშნავს  ასო  და  ბგერა. რა განსხვავებაა მათ  შორის. შეასრულეს სავარჯიშოები ნ. მაღლაკელიძის  სახელმძღვანელოდან "ჩვენი ენა ქართული" (გვ. 6 - 7).   დაისწავლეს თემის  შესაბამისი  სახალისო  ლექსი:
                                         მარტო  ასო  კი  არა  ვარ, 
                                         ჩემში  ისმის  ბგერის  ჟღერაც,
                                         ამიტომაც  მეძახიან
                                         ორმაგ  სახელს  -    ასო-ბგერას.
     მეცადინეობა  საინტერესოდ,  მიზანმიმართულად  და  ხალისიანად წარიმართა.
      2019  წლის  1 ნოემბერს   მარანის საჯარო  სკოლის  მესამე  კლასში  ჩატარდა  წრის "ჩვენი ენა ქართული" მუშაობა  თემაზე  "ხმოვნები  და  თანხმოვნები". მეცადინეობა  საინტერესოდ,  მიზანმიმართულად  და  ხალისიანად წარიმართა. წრის  წევრებმა   დაასახელეს  ხმოვნები  და თანხმოვნები,  იმსჯელეს  მათ  განსხვავებაზე.  შეასრულეს  სხვადასხვა  სახის  დავალება:  ახალი  სიტყვების  მიღება  სიტყვებში  ხმოვანთა ადგილების  შეცვლით,  ასო-ბგერის  დამატებით,  ასო-ბგერის  მოკლებით.   იმუშავეს  ჯგუფურად.  ბოლოს  ჯგუფები შეეჯიბრნენ  ერთმანეთს   ხმოვანგამოტოვებული  სიტყვების  აღდგენაში.  გამარჯვებული  ჯგუფი  დააჯილდოვეს  ტაშით  და  უსურვეს  წარმატებები.

Monday, 28 October 2019

      2019  წლის  28 ოქტომბერს ჩატარდა  მარანის საჯარო  სკოლის  მესამე  კლასში  წრის "ჩვენი ენა ქართული" მუშაობა.  წრის  წევრებს გავაცანი საწრეო მუშაობის  მიზნები  და  ამოცანები. ვიმუშავეთ გავლილი  მასალის  გახსენება-გამტკიცებაზე. მეცადინეობა  იყო  საინტერესო  და  ხალისიანი.

Saturday, 10 November 2018

ტრენინგის მე-9 დღეს  დისკზე ავტვირთეთ რესურსები.  გავაკეთეთ პრეზენტაცია.
ტრენინგის მე-8 დღეს დავასრულეთ პრეზენტაცია.  დავამზადეთ ბუკლეტები.

Sunday, 4 November 2018

ტრენინგის მეშვიდე დღე - დავგეგმეთ პროექტის პრეზენტაცია, პროექტი გავაფორმეთ სურათებით.ვიმუშავეთ ჩეკრისტის შექმნაზე.
ტრენინგის მეექვსე დღე - განვიხილეთ პროექტის მსვლელობის ეტაპები,ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკებზე.შეფასების რუბრიკები ჩავსვით ჩვენს პორთფოლიოში.