Tuesday, 5 November 2019

      2019  წლის  5  ნოემბერს   მარანის საჯარო  სკოლის  მესამე  კლასში  ჩატარდა  წრის "ჩვენი ენა ქართული" მუშაობა  თემაზე  "ასო  და  ბგერა". მოსწავლეებს  ვესაუბრე  ქართული  დამწერლობის შექმნის  შესახებ.  რესურსად წარმოვადგინე დამწერლობის სამი  სახე:  მრგლოვანი,  ნუსხური  და  მხედრული.  მოსწავლეებმა  გაიხსენეს  რას  ნიშნავს  ასო  და  ბგერა. რა განსხვავებაა მათ  შორის. შეასრულეს სავარჯიშოები ნ. მაღლაკელიძის  სახელმძღვანელოდან "ჩვენი ენა ქართული" (გვ. 6 - 7).   დაისწავლეს თემის  შესაბამისი  სახალისო  ლექსი:
                                         მარტო  ასო  კი  არა  ვარ, 
                                         ჩემში  ისმის  ბგერის  ჟღერაც,
                                         ამიტომაც  მეძახიან
                                         ორმაგ  სახელს  -    ასო-ბგერას.
     მეცადინეობა  საინტერესოდ,  მიზანმიმართულად  და  ხალისიანად წარიმართა.

No comments:

Post a Comment