Tuesday, 5 November 2019
2019 წლის 1 ნოემბერს მარანის საჯარო სკოლის მესამე კლასში ჩატარდა წრის "ჩვენი ენა ქართული" მუშაობა თემაზე "ხმოვნები და თანხმოვნები". მეცადინეობა საინტერესოდ, მიზანმიმართულად და ხალისიანად წარიმართა. წრის წევრებმა დაასახელეს ხმოვნები და თანხმოვნები, იმსჯელეს მათ განსხვავებაზე. შეასრულეს სხვადასხვა სახის დავალება: ახალი სიტყვების მიღება სიტყვებში ხმოვანთა ადგილების შეცვლით, ასო-ბგერის დამატებით, ასო-ბგერის მოკლებით. იმუშავეს ჯგუფურად. ბოლოს ჯგუფები შეეჯიბრნენ ერთმანეთს ხმოვანგამოტოვებული სიტყვების აღდგენაში. გამარჯვებული ჯგუფი დააჯილდოვეს ტაშით და უსურვეს წარმატებები.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment